logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
- +

28 ივლისი. 2017. 11:19



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა  დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი  - აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში,  1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და  დაკავებულია დანაშაულში  მხილებული ორი ჯგუფის  ოთხი  წევრი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner