logo_geo
eng_logo
ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა
- +

28 ივლისი. 2017. 12:55



ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ უნგრეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.


როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჭანტურიამ ფინალში სერბი ანია ობრადოვიჩი დაამარცხა. ჭანტურიას გარდა, მედლის მოპოვება ამ დღეს ვლადიმერ ახალკაცმაც შეძლო. ახალკაცმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი მარატ კრიჟანსკი დააიპონა.


სამინისტროს ინფორმაციით, უნგრულ დიორში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭების შემდეგ ოქრო გოგოებმაც მოიპოვეს. ახლა ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ოთხი: - 2 ოქრო, თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალია.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner