ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ნამდვილად ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
„ვასრულებთ წერილობით მტკიცებულებებს, გამოკვლეული იქნა 10 ტომი. აღნიშნული 10 ტომის გამოკვლევით ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებებს, დღე არ გადიოდა, რომ მათთვის სასურველი განცხადება არ გაეკეთებინათ. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა ზვიად გუბელიძემ.