logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა „მგზავრებზე“: ყოჩაღ ბიჭებო, მეამაყებით!
- +

10 აპრილი. 2016. 14:27


ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა facebook-ზე ჯგუფ „მგზავრების" სოლისტის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე წერს, რომელიც გიგი დედალამაზიშვილმა  სანკტ-პეტერბურგში, 9 აპრილს გამართულ კონცერტზე წარმოთქვა.



ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ... ძალიან ვნერვიულობ, მაპატიეთ. საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დღეა. 1989 წელს აპრილის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები დაიწყო და მთელი ჩემი ოჯახი მაშინ იქ იყო. ჩემი და ამ ბიჭების ოჯახები. 8 აპრილს, საღამოს ხალხს უთხრეს, რომ მოვიდოდა არმია და მათ დაშლიდნენ. ხალხი არ წავიდა, დარჩა... ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის, რომელიც ჩვენ რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვიპოვეთ. დღეს ეს დღეა, 27 წელი გავიდა. მე დღეს 30 წლის ვარ, მაშინ სულ 3 წლის ვიყავი. მეგობრებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივისცემა იმ ადამიანების ხსოვნას, გავუგზავნოთ ჩვენი სიყვარული თბილისს, საქართველოს" - ამ სიტყვებზე მთელი დარბაზი წუთით გაჩუმდა, მაყურებლებში საქართველოს დროშაც ფრიალებდა! ყოჩაღ ბიჭებო, თქვენ 27 წლის მერე უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე აქ ყიჟინით ბევრმა - რუსეთი ოკუპანტია! მეყებით!", - წერს ჟურნალისტი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner