„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ბესო დანელია იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებმაც ჯგუფი „მგზავრები" სანკ-პეტერბურგში წასვლის გამო გააკრიტიკა.
„იმათ მინდა ვკითხო, ვინც „მგზავრებს" აკრიტიკებდით და ლანძღავდით სანკ-პეტერბურგში წასვლის გამო: თქვენ როდესმე შეძლებთ, რომ რამდენიმე ათასი რუსი წამოაყენოთ ფეხზე, წუთიერი დუმილით ჩვენი გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ?! გენაცვალეთ ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ!!!", - წერს დანელია.