logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: კახის დიდი უპირატესობა აქვს - მისი გამარჯვება გარდაუვალია!
- +

28 ივლისი. 2017. 23:06



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს არჩევნებში დიდი უპირატესობა აქვს. როგორც ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის კანდიდატი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.


„კახის აქვს ბევრი უპირატესობები, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში არჩევნების პირველი ტური „ქართული ოცნების" სასარგებლოდ დამთავრდება. სწორად წარმართვაში ვგულისხმობ იმ 90 დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ბრძოლაში. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ეს 90 დღე ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. საარჩევნო ბრძოლაში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ არჩევნების დროს არსებობს ამომრჩეველთა 3 კატეგორია: პირველი კატეგორიაა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბებულად გვიჭერს მხარს, მეორე კატეგორიაა ის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბებულად სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს და მესამე კატეგორიაა ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი. ამ 90 დღის განმავლობაში ზუსტად ამ უკანასკნელი ნეიტრალური ჯგუფისთვის დაიწყება „ნადირობა" და ამ შემთხვევაში კახის დიდი უპირატესობა აქვს და მისი გამარჯვება გარდაუვალია" , - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner