logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: გულს მტკენს უმადურობის ისეთი გამოვლინებები, რასაც ივანიშვილის მიმართ ვხედავ
- +

28 ივლისი. 2017. 23:07



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემაში „სხვა რაკურსი, გია ჯაჯანიძესთან" ერთად განაცხადა, რომ მას ჰქონდა ბედნიერება ინტენსიურად ემუშავა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ეს მისი საჯარო სივრცეში ყოფნის დროს, ყველას საინტერესო პერიოდი იყო.


„მე მქონდა ბედნიერება მასთან ინტენსიურად მემუშავა. ეს არის 2012 წელი, როდესაც ის საჯარო პოლიტიკაში გამოჩნდა. პირველი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა დიდი პროცესის ორგანიზებაში, მე ვიყავი ამ პროცესში მასთან ერთად და ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერიოდი, რაც მე საჯარო სივრცეში ვარ. მასთან მუშაობა იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ემოციურადაც და შინაარსობრივადაც ძალიან ღირებული ეტაპი იყო. ძალიან საინტერესო ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბესელია.


გია ჯაჯანიძის კითხვაზე, „ძალიან ძნელად ენდობა ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს და თქვენ როგორ მოიპოვეთ ეს ნდობა?" - ეკა ბესელია პასუხობს:


„ალბათ, ადამიანის განსჯა ხდება ქმედებით და მისი ცხოვრების წესით. უძლებს თუ არა ის ადამიანი ზეწოლას, იყიდება თუ არ იყიდება, ერთგულია თუ არა, ანუ ბევრი ფაქტორია... ბიძინა ივანიშვილი ძალია გონიერი, მართლა ჭკვიანი და ნიჭიერ ადამიანია... რაც მაოცებს და გულსაც მტკენს არის უმადურობის ისეთი გამოვლინებები, რასაც ვხედავ მის მიმართ. ვიდრე საერთოდ გამოჩნდებოდა და საერთოდ ვინმე დაინახავდა, ამდენი სიკეთე გაუკეთა ხალხს, რატომ უნდა უჭირდეს ადამიანს ამ მადლიერების გამოხატვა და რატომ უნდა გეთაკილებოდეს ვინმემ ცუდ ტონად არ ჩაგითვალოს, რომ ეს გამოხატო?! საერთოდ, უმადური ადამიანი არ მიყვარს, ძალიან მაღიზიანებს ეს თვისება ადამიანში, როდესაც მას არ შეუძლია მეორე ადამიანის სიკეთის დანახვა.

 

რეჟიმის შეცვლა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, როდესაც სწორედ მან შეძლო ამ ენერგიის კონსოლიდირება, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა და მართლაც რომ გათავისუფლდა ქვეყანა ამ უბედურებისგან, რაც გვჭირდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner