logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: რა მახვილიც აიღო სააკაშვილმა ხელში, იგივე მახვილით განიგმირა!
- +

28 ივლისი. 2017. 23:49



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმებას ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში გამოეხმაურა.


„სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი გაცვალა ოდესის გუბერნატორობაში. საქართველოს ეროვნულმა გმირმა გიორგი ანწუხელიძემ როგორც პატრიოტმა ადამიანმა, უარი თქვა მისი სამშობლოს, საქართველოს დროშისთვის ფეხის დაბიჯებაზე. ამით იგი გახდა საქართველოს გმირი. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა კი სხვა ქვეყნის თანამდებობაში გაცვალა საქართველო და ეგონა, რომ ეს თანამდებობა გამოადგებოდა მისი ავანტიურებისთვის უკრაინაში. საზოგადოებას კარგად ახსოვს, ერთ დროს როგორ „წამლავდნენ" უკრაინელებს ტყუილებით, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება იყო რუსეთის მოკავშირე, ხოლო სააკაშვილის დანნი და ძმანნი დასავლეთის გადამკვდარი მხარდამჭერები იყვნენ. წელიწად-ნახევარიც არ დასჭირდა უკრაინას, რომ გაეშიფრა, თუ რა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტთან ჰქონდათ საქმე. თავის დროზე სააკაშვილმა ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზუსტად ამ „ინსტრუმენტით" დაიწყო, როდესაც მას ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა. რა მახვილიც აიღო სააკაშვილმა ხელში, იგივე მახვილით განიგმირა" , - განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner