logo_geo
eng_logo
ნიკორწმინდის ტაძრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
- +

29 ივლისი. 2017. 00:35



ნიკორწმინდის ტაძარს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები ეტაპობრივად წარიმართება. ტაძრის რეაბილიტაციისთვის 1 247 000 ლარია გამოყოფილი.


2017 წელს, ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია დაიწყება. შესრულდება ელექტრო-სამონტაჟო, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაციის, ასევე, მეხამრიდის და დამიწების კონტურის მოწყობის სამუშაოები.


რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.


ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner