აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობიდან რეინს პრიბუსი გაათავისუფლა და მის ნაცვლად, შიდა უსაფრთხოების მინისტრი ჯონ კელი დანიშნა.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი twitter-ში წერს. ტრამპი „სიხარულით იუწყება", რომ გენერალი კელი თეთრი სახლის აპარატს უხელმძღვანელებს.
„ის დიდებული ამერიკელია" - წერს ტრამპი.