logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ჟურნალისტებო! თუ გინდათ, დაგიჩოქებთ! ოღონდ...
- +

29 ივლისი. 2017. 11:34




ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ჟურნალისტებო! თუ გინდათ, დაგიჩოქებთ! ოღონდ ნუ წერთ ასეთ შტერობებს: - „ჩვილი ბავშვი" „ახალგაზრდა გოგონა" და ა.შ.

 

„ჩვილი" არ შეიძლება იყოს სხვა რამ გარდა „ბავშვისა" ანუ, როდესაც წერთ „ჩვილი" აქ „ბავშვი" საჭირო აღარ არის! „ჩვილი მამაკაცი" ან „ჩვილი ქალბატონი" ან „ჩვილი მოხუცი" ხომ არ იქნება? უნდა დაწეროთ არა „დედამ ჩვილი ბავშვი მიატოვა", არამედ „დედამ ჩვილი მიატოვა". ანდაც - „გავრცელდა ჩვილი ბავშვის ფოტო" კი არა, არამედ „გავრცელდა ჩვილის ფოტო".

 

ასევე, „გოგონა" თავისთავად არის „ახლგაზრდა". გოგონა ვერ იქნება ხანშიშესული, ან ბებერი. ამიტომ, საკმარისია თქვათ - „იპოვეს გოგონას გვამი". არ არის აუცილებელი დაკონკრეტება, რომ გოგონა თურმე თან ახალგაზრდაც ყოფილა!

 

მორჩა ლექცია! შემოდგომაზე ჩამაბარეთ..." - წერს ბაკურ სვანიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner