საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუ ადმინისტრაციულ სასამართლოში არაფერი გამოგვივა, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი იცის.
„პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ. მე უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, რას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.