logo_geo
eng_logo
„ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა
- +

29 ივლისი. 2017. 13:55




„ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, ის დღეს დილით, 04:00 საათზე გათავისუფლდა.


საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner