logo_geo
eng_logo
ზესტაფონი-ხარაგაულის 22 ათასი მაცხოვრებელი ახალი გზით ისარგებლებს
- +

29 ივლისი. 2017. 15:43



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრო  მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. 


ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი - ხარაგაულის  დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი  ისარგებლებს.


მინისტრი ზურაბ ალავიძე,  მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და  კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.


აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია  30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან  200 000 ლარით დაფინანსდა.   





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner