logo_geo
eng_logo
ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

29 ივლისი. 2017. 16:55


 

„ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, გუშინ ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განუცხადა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.


მისივე თქმით, აღნიშნული პირს თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გაუწიეს სამედიცინო დახმარება, დღეს კი თბილისში კლინიკა „ლანცეტში" გადმოიყვანეს.


ამასთან, მომხდარ ფაქტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner