logo_geo
eng_logo
ლეონიდ თიბილოვი რუსეთისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გენოციდის აღიარებას ითხოვს
- +

20 თებერვალი. 2016. 00:39


ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა .. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს.

ამის შესახებ მან ხალხისა და ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფრთხე ბოლომდე არ მოხსნილა.


"გარკვეული პოლიტიკური ძალები კვლავინდებურად განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას თავის რევანშისტულ სწრაფვაში. მათი მხრიდან არ მთავრდება უახლესი ისტორიის აშკარა ფაქტების ფალსიფიცირება", - განაცხადა თიბილოვმა და ამის მაგალითად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება დაასახელა. მისი თქმით, ცდილობენ, რომ აგრესორად წარმოაჩინონ რუსეთი და არა საქართველო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner