logo_geo
eng_logo
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის საზღვარზე გატარებას არ აპირებს
- +

29 ივლისი. 2017. 17:23



უკრაინის სასაზღვრო სამსახური არ აპირებს ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებას. ამის შესახებ glavcom.ua უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ოლეგ სლობოდიანიმ განუცხადა.

 

„კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. მოქალაქეს, რომლის პასპორტის მოქმედებაც გაუქმებულია, უკრაინის საზღვრის გადასახვა არ შეუძლია. თუკი ადამიანს მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მისი პასპორტი მოქმედი აღარ არის,"- განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ. ამასთან, მან დასძინა, რომ ასეთი პირების დაკავება მისი უწყების კომპეტენცია არ არის და ეს ნაციონალური პოლიციის საქმეა.


27 ივლისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.


26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.


უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner