logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურები დაიწყო
- +

29 ივლისი. 2017. 18:08



ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცედურები დაიწყო. ამის მიზეზია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.


„ევროკომისიამ პოლონეთის ხელისუფლებას ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა," - წერია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ვარშავამ სასამართლოების მუშაობის შესახებ კანონი გამოაქვეყნა.


ევროკავშირი შეშფოთებულია კანონის იმ ნაწილით, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრს საკუთარი შეხედულების მიხედვით შუძლია მოხსნას ან დანიშნოს მოსამართლეები და გაუხანგრძლივოს მათ მანდატი საპენსიო ასაკის მიუხედავად. ევროსტრუქტურებში მიიჩნევენ, რომ ამით სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი დაიკლებს.


27 ივლისს პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი სასამართლო რეფორმაში ევროკავშირის ჩარევას არ დაუშვებს.


 ბრიუსელმა ვარშავას ერთთვიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ სასამართლო რეფორმის კანონს ვეტო დაადო.


პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერ რაფალ ბოჩენეკის განცხადებით, ხელისუფლება რეფორმას მაინც გაატარებს.


პოლონეთში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. ოპოზიცია და დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დემოკრატია ნადგურდება, სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება და კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.


კანონი პარლამენტმა 15 ივლისს მიიღო.


კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის უფლება ეძლევა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner