ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ფხენიანის საპასუხოდ რაკეტები გამოსცადეს.
ვიდეოებს სამხრეთ კორეის უშიშროების არხი აქვეყნებს, სადაც ჩანს ამერიკული ტაქტიკური რაკეტა სახელად ATACMS და სამხრეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა Hyunmoo Missile II.
გუშინ, 28 ივლისს, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. გამოცდის ჩატარების ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა, რომელიც ამ პროცესს თავად აკვირდებოდა. რაკეტამ 47 წუთისა და 12 წამის განმავლობაში 998 კილომეტრი იფრინა და იაპონიის წყლების ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.
მედიის ცნობით, ეს გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა აშშ-ისთვის „მკაცრი გაფრთხილება იყო".