აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აკაკი შანიძის მიძღვნითი წარწერები გურამ შარაძისადმი...
ხმაც კი მახსოვს მისი, როცა რეკავდა 22-27-93-ზე, მცხეთაზე რომ ვცხოვრობდით, მაშინ. ბავშვები თუ შევხვდებოდით, მოგვიკითხავდა, თქვენობით და მერე იკითხავდა: „ბატონი გურამი შინ არის?"
კიდევ უფრო უკეთ მახსოვს, ფიზიკურადაც ბევრჯერ მინახავს ევგენი ხარაძე, ალექსანდრე ბარამიძე და სხვები... მოყოლა შორს წამიყვანს...
რა ბედნიერი ვყოფილვარ ამ მხრივაც, ახლა დავფიქრდი... ჩემი მამიკო", - წერს რუსუდან შარაძე.