logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველი გადადგა
- +

30 ივლისი. 2017. 00:59




ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო დამცველმა დიმიტრი მარშანმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. პოსტის დატოვების მიზეზად მარშანმა დაფინანსების არ ქონა დაასახელა.


2016 წლის 22 ნოემბერს მარშანი, დე ფაქტო პარლამენტმა აირჩია, თუმცა 8 თვის განმავლობაში, ე.წ. ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის ოკუპირებული რეგიონის „ბიუჯეტიდან" ვერც თანხების გამოყოფა მოხდა და ვერც შესაბამისი ფართის ან ოფისის გადაცემა.



ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სახალხო დამცველი, ოფისის, ხელფასებისა და დაფინანსების გარეშე 8 თვის განმავლობაში, ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის „კიარაზის" დახმარებით „ფუნქციონირებდა".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner