logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს
- +

30 ივლისი. 2017. 12:02


 

ავსტრალიაში სამართალდამცველებმა თვითმფრინავში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციის ცნობით, 4 კაცი დააკავეს, რომლებსაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.


მომხდარის შედეგად, ავსტრალიის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმი გაძლიერდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სიდნეის აეროპორტში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილები დაკავშირებული იყვნენ ისლამისტებთან. დაკავებულთა შორის არიან ქალი, მამაკაცი და მათი შვილი, რომლებიც ტერორიზმთან კავშირს უარყოფენ.


ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ ტერაქტის საშიშროება რეალურია და ამიტომ მოქალაქეები საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას შესაძლოა დამატებით შეამოწმონ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner