logo_geo
eng_logo
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში რვა წყვილი დალოცა
- +

30 ივლისი. 2017. 13:40



სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რვა წყვილი დალოცა, რომელთაც ჯვარი 29 ივლისს, საყოველთაო ჯვრისწერაზე დაიწერეს.


ილია მეორემ ასევე დალოცა გვარები: თვალაბეიშვილები, მაღედანები, ბუგიანიშვილები, კოკაიები, ზვიადაურები და ჯეთერიშვილები.


როგორც პატრიარქმა ბრძანა, ოთხშაბათს, 2 აგვისტოს წმინდა ელია წინასწარმეტყველის დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს საღამოს ლოცვა წმინდა სამების ტაძარში ჩატარდება, ხოლო ოთხშაბათს წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner