სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რვა წყვილი დალოცა, რომელთაც ჯვარი 29 ივლისს, საყოველთაო ჯვრისწერაზე დაიწერეს.
ილია მეორემ ასევე დალოცა გვარები: თვალაბეიშვილები, მაღედანები, ბუგიანიშვილები, კოკაიები, ზვიადაურები და ჯეთერიშვილები.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ოთხშაბათს, 2 აგვისტოს წმინდა ელია წინასწარმეტყველის დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს საღამოს ლოცვა წმინდა სამების ტაძარში ჩატარდება, ხოლო ოთხშაბათს წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდება.