ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნახატი მსახიობმა და მოდელმა ბრუკ შილდსმა შეიძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მხატვარი თავად ავრცელებს:
„ბრუკ შილდსი, ერიკ ფიშლი, სტივენ ესელი, ვინსენტ დესიდერიო, ედვარდ შმიდტი და სხვები, ნახატებისა და მუსიკის დიალოგი, ლევან სონღულაშვილის სტუდიაში - Tribeca Ball 2016, ნიუ-იორკი. ვიდეოში წარმოდგენილი ფერწერული ტილო დღეიდან ბრუკ შილდსის პირად კოლექციაშია", - წერს მხატვარი.
ლევან სონღულაშვილი ამჟამად ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ნახატი „მედუზა" 2015 წელს „სოთბის" აუქციონზე გაიყიდა.