logo_geo
eng_logo
ინგა ბერიკაშვილი: სირცხვილი თქვენთვისაა, ვინც 9-წლიანი რეჟიმის მერე კიდევ მას იცოდებთ!
- +

30 ივლისი. 2017. 16:36



უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რამდენიმე კომენტარი ვნახე, რაც არ უნდა იყოს, ქვეყნის პრეზიდენტიაო და სირცხვილიაო... ცოდოაო...

 

სირცხვილი თქვენთვისაა, ვინც 9-წლიანი რეჟიმის მერე კიდე მას იცოდებთ! სირცხვილით თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც მან საკუთარი გუნდის წევრი სულხან მოლაშვილი უსასტიკესად აწამა და სასიკვდილოდ გაიმეტა! დიახ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ 20 ლარის სანაცვლოდ სულს რომ ყიდით და უარესი კიდე ისაა, რომ სააკაშვილს მხსნელს ეძახით, დიახ უნდა გრცხვენოდეთ! ასობით ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლეა მის კისერზე და მისტირით მის მმართველობას, მეტი რაღა უნდა დაგემართოთ ბოროტებას სიკეთისგან ვერ არჩევთ და გონება გაქვთ დაბინდული!

 

ვინ უნდა შემეცოდოს, სატანა სოროსის და მაკკეინის პროექტი? რომლის დავალებაც იყო ქართველთა გენოციდი და დეგრადაცია? რაც აშკარად სახეზეა ქვეყანაში და ათეულობით წლები თუ თაობები თუ შეძლებს ამის დაძლევას, რომ საღი აზრი და სიკეთე დაბრუნდეს ხალხში? სააკაშვილი არის მსოფლიოს კიბო, ისევე როგორც მისი მოაზრეები და მხარდამჭერები, კიბოს კი მოკვეთა სჭირდება, რომ არ დაავადოს ჯანმრთელი უჯრედები!

 

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მან პასუხი აგოს ქვეყნის და ერის წინაშე თავის კრიმინალ სექტასთან ერთად! თქვენ ხართ ის საზოგადოება სააკაშვილის თამადობით, ვისთვისაც წმინდა არაფერი არ არსებობს და უწმინდესს შეურაცხყოფდით, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებს იუდასავით გიხუტებთად გულში, მაგრამ თქვენი სატანური გული მაინც ვერ მოაქცია ისე ხართ შეპყრობილი!

 

ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში, რომელიც სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას და ხალხს, არის სააკაშვილის და მისი „ძმების" მატროსოვზე გამწესება, სხვა შემთხვევაში, ქვეყანას და ხალხს სიმშვიდე არ უწერია, რადგან თქვენ გძულთ ყველაფერი ქართული და ებრძვით წლებია! რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ და გასამართლდეს!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner