ჩინეთის არმიის 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ჩინეთის თავდაცვის უწყებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა DF-31AG წარადგინა.
რაკეტის მოქმედების მანძილი 10 ათას კილომეტრს აღწევს.
ჩინეთის არმია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია, ორი მილიონი ჯარისკაცით.
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის წყლების ეკონომიკურ ზონებში ჩავარდა. ეს იყო რიგით მე-14 რაკეტა, რომელიც ფხენიანმა უკანონოდ გამოსცადა და გაეროს აკრძალვა დაარღვია.