აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2-დღიანი ვიზით ესტონეთს ეწვია.
მაიკ პენსსა და მის მეუღლეს ტალინის აეროპორტში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ესტონეთში აშშ-ის ელჩი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 31 ივლისს ეწვევა.