ტაივანს ძლიერი ტაიფუნი „ნესატი" დაატყდა თავს. სტიქიამ წყალდიდობა და მეწყერი გამოწვია. სტიქიის შედეგად 103 ადამიანია დაშავებული, 10 ათასი კი, ევაკუირებულია.
140 ათასზე მეტ აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერი ქარის და წვიმის გამო დროებით შეწყდა სარკინიგზო მოძრაობაც. 300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გადაიდო.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 31 ივლისს კიდევ ერთი ტაიფუნი ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ფუძიანს გადაუვლის.