logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მოსამართლეების სია სტრასბურგს მეორედ უკან არ დაუბრუნებია
- +

30 ივლისი. 2017. 22:45



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ისაუბრა და არჩევის პროცედურებზე განმარტებები გააკეთა.

 

„სია ცნონ თუ არა დასაშვებად ეს უნდა გადაწყდეს სექტემბერში, ან მაქსიმუმ ოქტომბერში. სანამ სიის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის მიერ, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ სია სტრასბურგმა მეორედ უკან დააბრუნა. სია დაბრუნდა ერთხელ და ეს არის უბრალოდ სამუშაო პროცესი.

 

ჩვენ გვყავს საქართველოდან არჩეული მოსამართლე - ნონა წოწორია, რომელიც ახალი მოსამართლის არჩევამდე აგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


ამასთან, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2008 წლის ზამთარში, როდესაც ნონა წოწორია მოსამართლედ ირჩეოდა, არავითარი კრიტერიუმი არ არსებობდა.


„მაშინ საკმარისი იყო მთავრობას, ამ შემთხვევაში მაშინდელს, წარედგინა სია, ხდებოდა კენჭისყრა და რომელი კანდიდატიც დააგროვებდა უფრო მეტ ხმას ის გახდებოდა საქართველოდან არჩეული მოსამართლე, შესაბამისად, ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მე ჩემს ოპონენტებს, თუმცა რაზე ოპონირებენ არ მესმის, ვეთანხმები. ქალბატონი ნონას არჩევის დროს არ არსებობდა ის მკაცრი წესები, რომლებიც დღეს არსებობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner