logo_geo
eng_logo
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე მოძრაობა თავისუფალია
- +

31 ივლისი. 2017. 13:09



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე  მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.


შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანობთან დაახლოებით 150 მეტრ კუბი მიწის შვავი ჩამოვიდა, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზაზე  მოძრაობის ჩაკეტვა. ადგილზე მობილიზებულმა მძიმე ტექნიკამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უმოკლეს ვადებში მოახდინეს გზის გაწმენდა და  საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner