ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი გამოჩნდა. აღნიშნული ინფრორმაცია „ჯი-ეიჩ-ენ"-ს დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა ნაძალადევის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან შეატყობინა.
„ცოცხალია, გამოჩნდა! რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია", - აცხადებს ანნა დუღშვილი.
შეგახენებთ, რომ ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე რამდენიმე საათში ძებნა გამოცხადდა. დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ", - წერს მაკა რაზმაძე.
http://ghn.ge/com/news/view/182674/