logo_geo
eng_logo
კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი გარდაიცვალა
- +

31 ივლისი. 2017. 16:34



კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია ავრცელებს.


„ის ფაქტი, რომ 16 ბალისტიკური რაკეტის მატარებელი წყალქვეშა ნავის კაპიტანი გახლდათ, მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. უზრუნველ პერსონალურ პენსიასა და რუსულ ჩინ-მედლებს, რუსეთთან ომში ჩაბმული განწირული საქართველოს ოფიცრობა არჩია. სოხუმის დაცემის ბოლო წუთამდე, ასაკის მიუხედავად, პოსტი არ მიუტოვებია და საზღვაო აკვატორიის დაცვას უზრუნველყოფდა...

 

ღმერთმა აცხონოს ეს დიდი ადამიანი", - წერს თოფურია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner