logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპონენტებმა პრობლემები დანომრონ, ჩვენ ვიმუშავებთ
- +

31 ივლისი. 2017. 16:40


 

„თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრის და დაგეგმვის ექსკლუზივი არავის აქვს. აქ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა, ალბათ უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა", - ასე პასუხობს facebook-ში მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ე.წ. ხრუშოვკების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.


„როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობაზე და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ. თბილისის პრობლემები ყველა პირველია და ყველა გადასაწყვეტია.

 

ოპონენტებმა დანომრონ, ჩვენ ვიმუშავებთ. მთავარი ისაა, რომ მალე თბილისში „ხრუშოვკების" ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე შენობებით დაიწყება. ეს საჭიროება პოლიტიკის მიღმაა. პოპულიზმისთვის ჩვენ არ გვცალია. ხუთი წელი ვმუშაობდი და შემდეგი ხუთჯერ ხუთი და მეტი წელიც იგივეს ვაპირებ. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად" - ვერ ასრულებდით, მაგრამ იმედია გახსოვთ", - წერს კახა კალაძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner