logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: შენი კეთილდღეობის გულისთვის, სხვა არ უნდა გააუბედურო, თორემ აუცილებლად მოგეკითხება...
- +

31 ივლისი. 2017. 16:47



მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„2007 წ. ორთაჭალის ცნობილი 49-ე საკანი.

 

მე-5 ციხის ნგრევა, სწორედ ამ საკნიდან დაიწყო შემდგომ. ციხე, სადაც მისი არსებობის პერიოდში, არასოდეს მერცხალს ბუდე არ გაუკეთებია. ეს ცნობილი ფაქტია.

 

სამაგიეროდ, „გალიაში" უმეტესობა ბულბულები ვისხედით...

 

84 პატიმარი „ვიჯექით"... ბრჭყალებში „ვიჯექით" იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, სასჯელს ვიხდიდით ფეხზე მდგომარეები, ანუ ვიდექით. 26 საწოლი (შკონკა) იდგა და „სმენკები" გვქონდა, ანუ 3-4 პატიმარს, ერთი „კოიკა". სიგარეტის ბოლი, ლაპარაკის ხმა, სუნი და რა ვიცი...

 

აბა, 84 ადამიანს 70 კვადრატულ საკანში რომ გამოამწყვდევ, რა იქნება... მაგრამ ვინც კაცურად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, დღეს სევდიანად, მაგრამ მაინც იუმორში ვიხსენებთ იმ წლებს... ხოლო ვინც სული, სინდისი, კაცობა, ოჯახი, ახლობლები და სახელი გაყიდა, დადიან დღეს ქუდებჩამოფხატულები და თავჩაქინდრულები. ზოგიც სახლიდან არ გამოდის რომ დედა არ მოუკითხოს ვინმემ...

 

ამიტომ, პეპელასავით ერთი დღით არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. შენი კეთილდღეობის გულისთვის, სხვა არ უნდა გააუბედურო, თორემ აუცილებლად მოგეკითხება, აუცილებლად...", - წერს გვალია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner