logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ამის მერე 526 ჯარისკაცი ჩამოიყვანეს საქართველოს ყველა კუთხიდან...
- +

20 თებერვალი. 2016. 02:16


„კოალიციაში თუ დავრჩებით, "რესპუბლიკელების" ყოფნა რამეს კი არ მოგვიმატებს, მე მგონი, უფრო მეტს წაგვართმევს", - ამის შესახებ დეპუტატმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას განაცხადა.



მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა, როდესაც "526 ჯარისკაცი ჩამოყარა საარჩევნოდ".


„ბერძენიშვილი იტყუება, ერთი წელია იქ იდგა ეს ჯარიო. დოკუმენტს განახებთ როცა ოქტომბერში, წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდა შეკრება. თეა წულუკიანი იყო წამყვანი, იყვნენ მინისტრები, მოადგილეები, ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სადაც ეს საკითხი კონკრეტულად განიხილა, რომ მუხროვანის მე-13 უბანში 25 ჯარისკაცია და არ ღირს იქ უბნის გახსნა და დადგინდა, რომ ის უბანი უნდა გაუქმდეს. ამის მერე 526 ჯარისკაცი ჩამოიყვანეს საქართველოს ყველა კუთხიდან", - განაცხადა თოფაძემ და დასძინა, რომ ამ ფაქტმა "ქართული ოცნების", როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩამტარებელი ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიაყენა", - განაცხადა თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner