ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,6 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთისა და პაკისტანის დედაქალაქებშიც იგრძნობოდა.
BBC-ის ცნობით, ეპიცენტრი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის სიახლოვეს იყო.
ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.