logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: ჩერგოლეიშვილის განცხადება უნებლიე აღიარებითი ჩვენებაა
- +

31 ივლისი. 2017. 19:45



გასულ კვირას „ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - ვისაც გივი თარგამაძე სულის ამოხდას დაჰპირდა, შეუსრულა კიდეც, პატარკაციშვილი მკვდარიაო. ამ საკითხზე ირინა გოგოსაშვილმა, რომელიც პატარკაციშვილის გარდაცვალების თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა, „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.


„გივი თარგამაძე რომ მკვლელი და გარეწარია, ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ეგ ვიგინდარა ის დონე მაინც არ არის, ბადრი პატარკაციშვილისთვის სული ამოეხადა. თუ ბადრი გარდაცვლილია, მას სისტემამ ამოჰხადა სული და არა გივია თარგამაძემ!

 

იმ შემთხვევაში, თუ სპეცსამსახურებმა გაწირეს და „ნაციონალებს" მოაკვლევინეს, მაშინ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება - პატარკაციშვილს გივი თარგამაძემ დანაპირები შეუსრულაო - უკვე უნებლიე აღიარებითი ჩვენებაა! სამართალდამცავებმა კეთილი ინებონ და ეს ქალბატონი დაჰკითხონ! ჩერგოლეიშვილი იდიოტია, მაგრამ არც იმ დონის ინდაურია, რომ ეს ფრაზა შემთხვევით წამოესროლა. ის საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობს არა მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, არამედ ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზეც, რომელიც სააკაშვილმა მისი მეუღლის, ბოკერიას თანადგომით ჩაიდინა", - აცხადებს ირინა გოგოსაშვილი.

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner