logo_geo
eng_logo
შსს-ს მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 25 ადამიანი გადაარჩინეს
- +

31 ივლისი. 2017. 21:53


 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 31 ივლისს, დაბა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარედ, 25 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს, დილიდან, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გაუქმდა, გაუფრთხილებლობის გამო, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა წყალში ათობით ადამიანს შეექმნა.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველების ოპერატიული და პროფესიონალური ქმედებების შედეგად, არც ერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა.


მაშველების დახმარება დღეს 4 არასრულწლოვანსაც ოპერატიულად გაეწია. დაკარგული პატარა დამსვენებლები მაშველებმა საკუთარ მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს. მათ შორის ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა იყო, რომელიც შსს-ს მაშველებმა მშობლებისგან ორი კილომეტრის მოშორებით იპოვეს.


შავი ზღვის სანაპირო ზოლი კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 135 წყალზე მაშველის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ დამსვენებელთა უსაფრთხოებას.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner