logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: პატიმრებს მივცემთ საშუალებას უმაღლესი განათლება მიიღონ!
- +

1 აგვისტო. 2017. 01:54



„ჩვენ ეს კანონპროექტი მოვამზადეთ, გავიტანეთ, სულ მალე ეს ნორმები ამუშავდება და ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. კახიშვილმა პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში პატიმრების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

 

„როდესაც ვსაუბრობთ, ნოვაციებზე ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა როდესაც ადამიანის მხოლოდ იზოლირება არ ხდება, მაშინ როდესაც ის ჩაიდენს დანაშაულს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდა სხვადასხვა კუთხით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლიბერალიზაცია და ამავდროულად დაიწყო 2012 წლიდან ახალი სტანდარტების დანერგვა პენიტენციურ სისტემაში. სისტემა მხოლოდ იზოლაციის ფუნქციიდან გადავიდა რესოციალიზაციის ფუნქციაზე. მოგეხსენებათ, რამდენად რთული მემკვიდრეობა ჩაგვბარდა და ხალხის მოთხოვნა იყო ზუსტად, რომ უსწრაფესად ეფექტური რეფორმები გაგვეხორციელებინა. ამიტომაც 2012 წლიდან დაახლოებით 60 კანონში ცვლილება მოხდა. გაიწერა ორი ახალი კანონი. ერთი - პენიტენციალური სამსახურის შესახებ, პატიმრობის კოდექსი. ამ კანონის დახვეწა იყო ერთის მხრივ სანქციების ლიბერალიზაცია და მეორეს მხრივ ამ ლიბერალიზაციას, რომ არ ემოქმედა კრიმინოლოგიურ ვითარებაზე გარეთ ალტერნატიული კონტროლის მექანიზმები იქნა დანერგილი. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ადამიანს, რომელმაც თუნდაც ჩაიდინა დანაშაული, რომ უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ჯანსაღად საზოგადოებას და ჰქონდეს პროფესია. ხშირ შემთხვევაში დანაშაულს ჩადიან მაშინ, როდესაც არ აქვთ არც პროფესია და ამავდროულად ლუკმა-პური უჭირთ. ადამიანი უნდა მიაჩვიო იმას, რომ შრომით შესაძლებელია მოიპოვო ლუკმა-პური, რომ იარსებო. გვახსოვს, რომ მხოლოდ იზოლირება იყო და დასჯა იყო იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებულ შემთხვევაში რამეს დააშავებდი. დღეს იზოლირებასთან ერთად ვთავაზობთ ყველანაირ პროგრამას, რომ თავი იგრძნონ ჯანსაღ მოქალაქედ. პატიმრებს მივცემთ საშუალებას უმაღლესი განათლება მიიღონ. ელექტრონული მონიტორინგის სისტემებზე გადავდივართ. შინა პატიმრობასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთი მსუბუქი სასჯელი შემოვიღეთ, რომელიც  იქნება ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ მეთვალყურეობა", - განაცხადა კახიშვილმა.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner