გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი მიმდინარე კვირას თბილისს ესტუმრება. როგორც ცნობილია, სოროსი თბილისს არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდება.
სოროსის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში იბერიულ-კავკასიური მოძრაობის
მოსკოვის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა ეხმაურება:
„ქართველებო, არ შემოუშვათ საქართველოში მასონი, ბინძური რევოლუციების რეჟისორი ჯორჯ სოროსი!" - აცხადებს გაბედავა.