logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ჩემს საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!
- +

1 აგვისტო. 2017. 15:29


მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმაურება:


„არათუ სააკაშვილი, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა" უნდა იქნეს გასამართლებული და აკრძალული. მათი სინსილა არ უნდა ჭაჭანებდეს პოლიტიკურ სარბიელზე. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ნაძირალა სააკაშვილი ჩვენ შვილებს პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალებს უწოდებდა, ხოლო სისხლით გაუმაძღარი ნაცხროვა ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.

 

აი, ეს ნაძირლები დღეს ისევ კარდაკარ დადიან და ყვირიან - აგვირჩიეთო. რომ გავიგო, მაგათ ხმა ვინმემ მისცა, ჩემს საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ. არავინ თქვას, დრო მკურნალიაო, დრო მაშინ იქნება მკურნალი, როცა ჩავძაღლდები!" - აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner