logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: ქართველი ბიჭების ცხედრები მზეზე იხრწნებოდა, ეს გათახსირებულები კი...
- +

1 აგვისტო. 2017. 19:53

 

 

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი „ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, რომ თარგამაძემ დანაპირები შეასრულა და სული პატარკაციშვილს ამოჰხადა, „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმაურება. გოგოსაშვილი თარგამაძეს არაერთ საქმეში ადანაშაულებს. ინტერვიუში გოგოსაშვილი ჩერგოლეიშვილს მიმრთავს:


„ეტყობა, ნამდვილი მამაკაცები არ შეგხვედრიათ ცხოვრებაში და ამიტომაც ხართ ასეთი ანჩხლები, სასტიკები, უსიყვარულოები და ჰაბიტუსითაც შეშლილები! გაბედული და მამაცი ქალის როლს რომ თამაშობთ, აბა ერთი სამართალდამცავებთანაც მოჰყევი, როგორ აუსრულა გივია თარგამაძემ პატარკაციშვილს დანაპირები?!

 

თქვენ კი გგონიათ, თარგამაძემ სული ამოგვხადა, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხლები ვართ და დაფიცებული მაქვს, გივიას ყბა მე უნდა გავუსწორო. არ ვაპატიებ ჩემი მისამართით ნათქვამ სიტყვებს -ეს ქალი ჯაშუშობაში არაერთხელ არის შემჩნეულიო. ნურც იმაზე იფიქრებ, რომ თქვენი „კუტამზე" ოთო კახიძის შემეშინდება, მიტინგებზე ფიშტოთი რომ დადის. ვინ არის მისი სულის ამოსახდელი, ქართველი ხალხი? პედოფილიიდან აღზევებულმა გივია თარგამაძემ ვისზე რა უნდა თქვას? ჩუმად იყოს, ვიდრე შემიხსენებია, პატარა ბიჭის გაუპატიურებაზე რომ ჰყავდათ დავერბოვკებული.

 

9 წლის წინათ თარგამაძეს, კოდუებს, ბარამიძეს და მთელ ამ „სასტავს" საქართველოდან გასაქცევად ბარგი ჩალაგებული ჰქონდათ! პირადად მელაპარაკა ბორისოვი, რომელსაც ბათუმიდან ვიცნობდი. გაგანია ომის დროს გადავურეკე, თავი შევახსენე და ვუთხარი - რას აკეთებთ, შეჩერდით-მეთქი. მომესალმა და მითხრა - ახლა ჩემთან ერთად არიან თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები - გივი თარგამაძე, კახა ლომაია, გია ბარამიძე და სხვები, უკვე წამოსვლას აპირებენ, მაგრამ, თუ გინდათ, დაგალაპარაკებთო. მართლაც გადასცა ყურმილი და ამ გარეწრებს პირადად ველაპარაკე. იცით, რა მითხრეს? - ამოვედით, პურმარილი ამოვიტანეთ, შამპანური, ღვინო და წასვლის წინ გზას ვულოცავთო! ე.ი. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ქართველი ბიჭების ცხედრები მზეზე იხრწნებოდა, ეს გათახსირებულები კი პირში იმ ქათმის ბარკლებს იდებდნენ, რომელ საქათმეშიც თვითონ გაიზარდნენ...", - განაცხადა გოგოსაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner