logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე
- +

1 აგვისტო. 2017. 20:33



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კალაძე სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას იმსახურებს.


დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას და იმ საინტერესო პროცესებს, რაც საქართველოს დემოკრატიის ირგვლივ ვითარდება. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ დღემდე გამოვიარეთ ურთულესი გზა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის; ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე", - წერს კახა კალაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner