logo_geo
eng_logo
გიორგი გაბუნია: მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა
- +

1 აგვისტო. 2017. 20:34



ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გიორგი გაბუნია, რომელმაც საკუთარი კომპანია დააარსა, სახელმწიფო სტრუქტურებს ბიზნესთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის მადლობას უხდის.


„7 წელი გახდება მალე მას შემდეგ რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა . სიმართლე მინდა ვთქვა, ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლბაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი!

 

ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა , ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილბენ.

 

გულწრფელად ვუხდი მადლობას მათ, ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში.

 

ეს განვითარების საწინდარია!", - წერს ყოფილი სამხედრო სოციალურ ქსელში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner