logo_geo
eng_logo
ზვიად გუბელაძე: ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს
- +

1 აგვისტო. 2017. 21:22



ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომელიც გადმოცემით იცის მესამე პირისგან. პროკურის თქმით, ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს მტკიცებულება.


პროკურორმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მოწმის ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს და ირაკლი ფირცხალავას განზრახული აქვს მოახდინოს პროკურატურის დისკრედიტაცია.

 

ირაკლი ფირცხალავა საუბრობდა გადმოცემით არსებულ ინფორმაციაზე და ის არ ყოფილა კონკრეტული შემსწრე. ის საუბრობდა მესამე პირისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე, გამოძიებამ მოიპოვა ოფიციალური ინფორმაცია და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. დაცვის მხარემ კეთლი ინებოს და წარმოადგინოს ირაკლი ფირცხალავას განცხადებების დამადასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ ფირცხალავას განცხადება - "როგორც ვიცი" და გადმოცემით ვიცი" არ არის მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზეა გასამართლებული და ასეთი პირი არის დაინტერესებული მოახდინოს პროკურატურის და პროკურატურის მოწმის დისკრედიტაცია", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.


შემდეგი სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულების მოკვლევით 4 აგვისტოს გაგრძელდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner