logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ცხადია, აშშ-ის ტექნიკა გვირჩევნია რუსულ ტანკებს!
- +

1 აგვისტო. 2017. 21:35


 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველო შვეიცარია არ არის, სადაც რამდენიმე საუკუნეა მსოფლიო მილიონები ინახება და არავის აწყობს სიტუაციის არევა!

 

ჩვენ დამოუკიდებლები ვერასოდეს ვიქნებით! ეს მოცემულობაა! შესაბამისად, რაიმე სახის ჯავშანტექნიკის არსებობა ჩვენს მიწაზე სრულიად მისაღებია!

 

1989 წლის აპრილის დღეების და შემდგომ მრავალომებგამოვლილებს, ცხადია, აშშ-ის ტექნიკა გვირჩევნია რუსულ ტანკებს!

 

ახლა მთავარია პენსის ვიზიტის შემდგომ დათვმა არ დაგვტოროს, თანაც ნამეტანი ყვარებია აგვისტო და ქანდას თაფლი!

 

P.S. სოლჯერსები კი ამასობაში ბაღნებს ინგლისურს ასწავლიან", - წერს ლალი მოროშკინა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner