logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მორჩა, ჩაიარა მიხეილისა და მისი მიმდევრების მატარებელმა
- +

2 აგვისტო. 2017. 00:15



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ვაჰმე... რომელ საქართველოზე მელაპარაკებითო? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო! აეგრე თქვა, აეგრე გადაასხა ცივი წყალი თავის ფანებს მიხეილ სააკაშვილმა. როგორც ჩანს, ძალიან გამწარდა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა და შეგვაქო. არ ელოდა, სულ ჰგონია, მაგის წასვლის მერე თბილისში ფეხი აღარავინ უნდა დაადგას... სულ ეჩვენება, რომ საქართველოზე მთელი მსოფლიო უნდა გაბრაზდეს. ამხელა ოქლაქია და არ/ვერ ხვდება, როგორ იცვლება პოლიტიკური მოვლენები, როგორ დასრულდა ფერადი რევოლუციების პერიოდი, როგორ დალია ჩაილურის წყალი ჯონ მაკკეინისა და მისთანების ე.წ. მსოფლიო პოლიტიკამ.

 

ეტყობა, მიხეილს ისიც მაგრად ეწყინა, მაიკ პენსს მაგაზე შეკითხვა რომ დაუსვეს და გაატარა. ეგრეც უნდა ყოფილიყო, უნდა გაეტარებინა. ამერიკელი მაღალჩინოსნები კერძო პირებზე განცხადებებს არ აკეთებენ. ამათი, ამ ჭკუანაღრძობი „ნაციონალების" დავთრების თანახმად, რაკი მიხეილს უკრაინელებმა მოქალაქეობა ჩამოართვეს, აშშ-ის მთელი ადმინისტრაცია ფეხზე უნდა დამდგარიყო. დამთავრდა, მორჩა, ჩაიარა მიხეილისა და მისი მიმდევრების მატარებელმა. იყავი პრეზიდენტი? გქონდა ძალაუფლება? გავიდა 10 წელი? გადაგირჩიეს? წადი, შვილო, დაისვენე, ნუ ედები ღობე-ყორეს. მსოფლიოში უკვე სხვანაირი პოლიტიკის სუნი ტრიალებს. იმის ნაცვლად, რომ მოინანიო შეცდომები თუ უამრავი დანაშაული, კიდევ აქეთ იბრიქები, ვიღაცებს ჩემი მდგომარეობა ნუ გიხარიათ, ახლა იწყება თავდავიწყებაო!

 

მოკლედ, აღარ ვარ ქართველიო, უკრაინელი ვარო... ამ დროს აღარც უკრაინელია და აღარც არაფერი, მარტო ღირსება და პატივი კი არა, მარტო სინდისი კი არა, პასპორტიც დაკარგა, ამ შეჩვენებულმა!" - წერს ზედელაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner