logo_geo
eng_logo
სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომაზე - შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს
- +

10 აპრილი. 2016. 19:36


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის პოსტიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს, კულისებს მიღმა გარიგებების და შეხვედრების ფონზე ", - აცხადებს  სააკაშვილი.


სააკაშვილი წერს, რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრას მართავდა,  სწორედ  მაშინ შეუტანეს პრეზიდენტს იაცენიუკის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება.

უკრაინის მთავრობის მეთაური არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ იაცენიუკმა თავის დღევანდელ მიმართვაში განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner