logo_geo
eng_logo
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, პროცესის „განუსაზღვრელი ვადით“ გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
- +

2 აგვისტო. 2017. 13:05



თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესის „განუსაზღვრელი ვადით" გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიცია „უარგუმენტოა და სამართლიანი სასამართლოს უფლება მოქალაქეობის არ ქონის მიუხედავად დაცული იქნება".

 

„ბრალდებულის სტატუსი მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქე თუ მოქალაქეობის არ მქონე პირი, ვერ იქონიებს გავლენას საქმის წარმოების პროცესზე", - განაცხადა მოსამართლემ.


ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ბრალდებული, მიუხედავად უკრაინის მოქალაქეობის ქონისა, არ იყო ჩართული სასამართლო პროცესებში.


საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები, სასამართლო პროცესი გრძელდება მოწმის დაკითხვით. პროცესს ესწრება თემურ ჯანაშია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner